ცხელი მაკრატელი Jaguar - TC 400
ცხელი მაკრატლით თმის შეჭრა - წარმოადგენს ერთ-ერთ უახლეს და პოპულარულ პროცედურას ჩვენს სალონში, რაც მთავარია ცხელი მაკრატლით თმის შეჭრა წარმოადგენს სამკურნალო პროცედურას. ეფექტი შესამჩნევი ხდება პირველივე პროცედურის შემდეგ. ცხელი მაკრატელი თმის შეჭრის შემდეგ მისი ბოლოების შეწებების საშუალებას იძლევა და ამის წყალობით საჭირო ნივთიერებები : ამინომჟავები , ცილები , ვიტამინები - რჩებიან თმის ღეროებში , აძლიერებენ , კვებავენ და ააქტიურებენ თმის თვითრეგენერაციას. იცავენ გარე ფაქტორების ზემოქმედებისაგან დაახლოებით 2 თვის მანძილზე. ცხელი მაკრატლით თმის შეჭრის შედეგად თმა ხდება ბრწყნვალე , ძლიერი , ელასტიური და უკეთ ინარჩუნებს ვარცხნილობის ფორმას. სამკურნალო ეფექტი მიიღწევა 2-3 პროცედურის შემდეგ, დასუსტებული და დამჭკნარი ბოლოებისაგან სრული განკურნების გარაანტიით. 4-5 პროცედურის შემდეგ თმის მოცულობა იზრდება 2 ჯერ რადგან ამის შემდეგ თმა ხდება თანაბარი სისქის ძირებიდან ბოლოებამდე შიდა წნევის გაზრდის შედეგად. ცხელი მაკრატლით თმის რეგულარული შეჭრის შემთხვევაში თმა ძლიერდება და წყდება ცვენა. ცხელი მაკრატლით თმის შეჭრა გამოიყენება თმის დასუსტებული ბოლოების პროფილაქტიკისათვის, და ეხმარება დასუსტებულ გრძელ თმას რომლებსაც ყველაზე მეტად ახასიათებთ მტვრევადი, და დაზიანებული ბოლოები.მოკლე თმა ცხელი მაკრატლით შეჭრის შედეგად მორჩილი ხდება და ადვილად ივარცხნება. ხოლო ცხელი მაკრატლის სისტემატიური ხმარება აჩქარებს თმის ზრდას. ცხელი მაკრატლით თმის შეჭრა სასარგებლოა თმის დაზიანებული ბოლოების დასამუშავებლად მისი შეღებვის ან ქიმიური პროცედურის ჩატარებისთანავე. ჩვეულებრივი მაკრატლისგან განსხვავებით ცხელი მაკრატელი შეჭრის შემდეგ არ ტოვებს ღიას თმის შიდა სტრუქტურას რომელიც ინტენსიურ ზემოქმედებას განიცდის გარე ფაქტორებისაგან.